20:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 12:59:48, 339 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: ბელარუსის პრეზიდენტის პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენოს ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში ბევრ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერება ხელი.
"ძალიან მნიშვნელოვანია ლუკაშენკოს ვიზიტი იქედან გამომდინარე, რომ ეს არის პირველი  ასეთი მაღალი დონის ვიზიტი 2 ქვეყანას შორის.ხელი  ეწერება ძალიან ბევრ მნიშვნელოვან დოკუმენტს ორმხრივ ფორმატში. გარდა ამისა, ბელარუსი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფო, მალე ველოდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, ხარისხი ჩართულობისა, ხარისხი ინტეგრაციისა  განსხვავებულია სხვადასხვა სახელმწიფოებში, მაგრამ სამეზობლო პოლიტიკის თვალსაზრისით,  ჩვენ ზოგიერთ  საკითხებში გვაქვს საერთო გამოწვევები და მისწრაფებები",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს დღეს საღამოს ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics