03:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 10:31:45, 521 ნახვა

საზოგადოება
ჩიქუნეთის მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია

"ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს" ექიმებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო მომსახურებით ჩიქუნეთის მოსახლეობამ ისარგებლა.

აქციის ფარგლებში ადგილობრივმა კარდიოლოგის, ნერვოპათოლოგის, ქირურგის, დერმატოლოგის, ოტოლარინგოლოგის, ბავშთა ქირურგის, პედიატრისა და მამოლოგის კონსულტაცია მიიღეს. პაციენტებს ჩაუტარდათ ექოსკოპიური კვლევაც.

აქციის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება 50 პაციენტს გაეწია. აქცია სამედიცინო დაწესებულების ინიციატივით და ხელვაჩაურის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics