10:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 18:11:44, 728 ნახვა

ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა. 

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

ოფიციალური კურსით, 1 დოლარის ღირებულება ხვალიდან 2.2531 ლარი იქნება. დღეს მოქმედი კურსით მისი შეძენა 2.2533 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.  

ლარი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. 1 ევრო ხვალ 2.4072 ლარი ეღირება, მოქმედი კურსით მისი ღირებულება 2.4205 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0133 ლარი შეადგინა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
ტრამპმა განაცხადა, რომ ორბანის არჩევნებში დამარცხება არ აწუხებს
Bloomberg: ბუდანოვს პატივს სცემენ აშშ-სა და რუსეთში
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics