16:57 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 12:33:42, 574 ნახვა

რეგიონი
გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, ქუთაისის შემოსავლელსა და სამტრედიის მონაკვეთზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, ქუთაისის შემოსავლელსა და სამტრედიის მონაკვეთზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ.

ამის შესახებ დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული:

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 22 მაისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი (ქუთაისი-სამტრედიის მიმართულებაზე ) მოძრაობს ძველი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით (ქალაქ ქუთაისის გავლით).

აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა  ხორციელდება ცალმხრივად  (სამტრედია-ქუთაისის  მიმართულებაზე).

აღნიშნულ მიმართულებაზე დაფიქსირდა მრავალი დარღვევა და დაწესებული რეჟიმის დაუმორჩილებლობა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გთხოვთ, იმოძრაოთ საავტომობილო წესების დაცვით და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.  

ამჟამად   საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესლიძის საავტომობილო გზის  ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების განხორციელება მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს:

•           გარე განათების ქსელის მოწყობას

•           ხმაურიანი ზოლების  და დამატებითი საგზაო ნიშნების მოწყობას

•           ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მოწყობას

 სამუშაოების დასრულებისთანავე  ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება ორმხრივად და მძღოლები შეძლებენ იმოძრაონ განათებული, კიდევ უფრო უსაფრთხო და გამართული ინფრასტრუქტურით. ამ დროისათვის საავტომობილო მიმოსვლა შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics