15:25 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-18 14:37:26, 398 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ლენტეხში ახალი კლინიკა აშენდება

„ლენტეხში ახალი კლინიკა აშენდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება  ლენტეხის მოსახლეობისთვის“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრამ ირაკლი ღარიბაშვილმა  ამბროლაურის კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით,  კლინიკის მშენებლობა 2015 წლის მაისში დაიწყება და წლის ბოლოს დამთავრდება.
"ჯანდაცვასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ რეგიონის 4 რაიონულ ცენტრს გადავეცით ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. ასევე გაიხსნა 4 ახალი ამბულატორია. მიმდინარე წლის მაისში კი ლენტეხში იწყება ახალი 15-საწოლიანი კლინიკის მშენებლობა და უკვე წლის ბოლოს ადგილობრივებს ექნებათ ახალი საავადმყოფო. ამ რეგიონის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად მიიღონ სამედიცინო მომსახურება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათ ამ მხრივაც შევუქმნათ პირობები“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა დასძინა, რომ  მთავრობა ენერგეყიკულ პროექტებს ახორციელბს რაწის რეგიონში.
მისივე განმარტებით,  ქალაქი ონი და ონის მუნიციპალიტეტის სოფლები სრულად გაზიფიცირებული იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics