13:45 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 10:11:14, 346 ნახვა

პოლიტიკა
თამარ სანიკიძე: ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ენის სწავლების აკრძალვა არ დასტურდება

„ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ენის სწავლების შესაძლო აკრძალვა ამ ეტაპზე არ დასტურდება“,-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, ასეთი ფაქტი შესაძლოა დადგეს და ამისთვის ქართული მხარე ყოველთვის მზად უნდა იყოს.

„ის, რომ სექტემბრიდან გალის სკოლებში  აიკრძალება ქართული ენის სწავლება  სკოლებში არ დასტურდება,  რესურსცენტრთანაც გვქონდა ურთერთობა და  პედაგოგებთანაც, სკოლის წარმომადგენლებთან  გვქონდა ურთიერთობა, ვისთანაც შეიძლებოდა  ამ საკითხის შესახებ კონკრეტული პასუხები  მიგვეღო და საბედნიეროდ ისინი ამ ფაქტს ასე არ ადასტურებენ.  თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ  მზად იმისთვის, რომ ასეთი  ფაქტი შეიძლება დადგეს და  რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ კანონიერად და იმ ფორმატის ფარგლებში, რომელიც გაგვაჩნია მოსალაპარაკებლად ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics