2017-02-06 13:25:51, 2122 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, 2018 წლამდე საზმაუში 102 გადაცემას შეჩერება ემუქრება
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის კრიზისიდან გამოსვლის აუცილებელ გზებზე ისაუბრა.
მაღლაფერიძის თქმით, ესაა- მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება საინფირმაციო გამოშვებების გარდა; თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია; გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გასაახლებლად; მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლა.
ბორდის მიერ გეგმის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში, 2018 წლამდე საზმაუში 102 გადაცემა შეჩერდება. როგორც ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში იყო აღნიშნული, ამის შედეგად 15 მილიონი ლარი გამოთავისუფლდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან