12:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 16:15:22, 744 ნახვა

რეგიონი
საჩხერეში პსპ-ს ახალი ბრიტანული მოდელის აფთიაქი გაიხსნა

პსპ-ს სააფთიქო ქსელი გაფართოებას განაგრძობს. 27 იანვარს პსპ აფთიაქი საჩხერეში გაიხსნა.

საზეიმოდ ლენტი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ გაჭრა.  ცერემონიალს  საკრებულოს თავჯდომარე, სხვადასხვა ადგილობრივი სტრუქტურული ორგანოების ხელმძღვანელები და ექიმები დაესწრნენ. გახსნის ცერემონიალს წინ ბავშვთა გასართობი ღონიძიება უძღოდა.

„მომხმარებელი დიდი ინეტრესით და სიხარულით შეხვდა პსპ-აფთიაქის გახსნას. ეს აფთიაქიც, ისევე როგორც ყველა ბრიტანული მოდელის ახალი აფთიაქი  სამი ნაწილისგან შედგება: ცალკეა გამოყოფილი  აფთიაქის ზონა; ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და  ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი  ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული  და ევროპული ცნობილი ბრენდების  პროდუქტების   დიდი ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს. ჩვენ ვცდილობთ საქართველოს ყველა რეგიონში თითოეულ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურება გავუწიოთ და უზრუნველვყოთ ისინი გარანტირებული ხარისხის პროდუქციით ყველაზე დაბალ ფასად“- აცხადებენ პსპ-ში.

ქსელის განვითარება პსპ-ს 2017 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ამ წლიდან პსპ-ს მომსახურებით უკვე სარგებლობს ახალქალაქის მოსახლეობა. შემდეგი აფთიაქი თებერვლის დასაწყისში ბაკურიანში გაიხსნება.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics