11:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 14:38:59, 1178 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი ირმა ინაშვილს: მინისტრებთან ასეთ რაკურსში საუბარი ამ ფორმატს არ შეესაბამება

„მინისტრებთან ასეთ კონტექსტში,  რაკურსში საუბარი, რომ თქვენ აუცილებლად ციხეში უნდა იჯდეთ, ამ ფორმატს არ შეესაბამება“,-ასე მიმართა  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრს, ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს, რომელმაც ცოტა ხნის წინ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატი საყდრისთან დაკავშირებით მწვავედ გააკრიტიკა. 

„არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მინისტრებთან ასეთ კონტექსტში,  რაკურსში საუბარი, რომ თქვენ აუცილებლად ციხეში უნდა იჯდეთ, ჩემი აზრით, არ შეესაბამება ამ ფორმატს, ამისთვის მადლობა ღმერთს, თუ თქვენ გაქვთ რაიმე დასაბუთებული პრეტენზია, არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები და მზად ვართ,  ნებისმიერ შეკითხვას, და  მათ შორის მინისტრობის კანდიდატებიც მზად არიან, გავცეთ პასუხი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე, ფრაქციის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ გიორგაძე მწვავედ გააკრიტიკა. ინაშვილმა  მიხეილ გიორგაძეს პირობა მისცა, რომ  საყდრისის აფეთქებასთან დაკავშირებით, პასუხს აგებინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics