05:01 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 15:17:39, 1986 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთში ათასობით ქალი აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს მართავს

პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში დღეს ქალები აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, აქციის სახელწოდებაა “შავი პროტესტი”. მისი მონაწილეები მანიფესტაციაზე შავი ტანსაცმლით აპირებენ მისვლას.

საპროტესტო გამოსვლის ერთ-ერთი ინიციატორი პოლონეთის ყოფილი პრემიერი ევა კოპაჩია. მან ქალებს მოუწოდა, პროტესტის ნიშნად 3 ოქტომბერს სამსახურში არ გავიდნენ.

ცნობისთვის, აბორტების აკრძალვის შესახებ ინიციატივა პოლონეთის მმართველ პარტიას "სამართალს და სამართლიანობას" ეკუთვნის. ამჟამად სეიმი აბორტების შესახებ ორ კანონპროექტს განიხილავს. ერთი მათგანი სრულად კრძალავს აბორტებს და მკაცრ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სასჯელს აწესებს. მეორე საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, აბორტი ორსულობის 12 კვირის ვადამდე დასაშვებია. ამჟამად პოლონეთში აბორტები სამედიცინო ჩვენების გარეშე აკრძალულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics