21:18 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 09:18:35, 678 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხიხაძირის ხეობაში მოსახლეობას შეხვდა

გოდერძის უღელტეხილზე გამართული ღონისძიებების შემდეგ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, ხულოს მუნიციპალიტეტში  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აჭარის მაჟორიტარ კანდიდატებთან ანზორ ბოლქვაძესთან და ხვიჩა შარაშიძესთან ერთად სოფელ თხილვანას და ხიხაძირის ხეობას ეწვია.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრები თხილვანაში მშენებარე ბაღის შენობაში გაიმართა. სოფლის მოსახლეობას ზურაბ პატარაძემ მმართველი გუნდის მომავალი გეგმების, ასევე მთის კანონით დადგენილი იმ შეღავათების შესახებ ესაუბრა, რომელთა დიდი ნაწილით უკვე სარგებლობს ხულოს მუნიციპალიტეტი.

თხილვანას შემდეგ შეხვედრა გაიმართა სოფელ ხიხაძირში. დარბაზში შეკრებილი მოსახლეობის წინაშე მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად ქართული ოცნების აჭარის პროპორციული სიის მეორე ნომერი დავით გაბაიძე წარსდგა. დავით გაბაიძე წარმოშობით ხიხაძირის ხეობიდანაა, იგი საუკეთესო მაგალითია შრომისმოყვარე, მიზანდასახული, ობიექტური და საქმის პროფესიონალი ადამიანისა, რომელმაც უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენამდე თავის კარიერაში ყველა ეტაპი გაიარა.ხიხაძირელები განსაკუთრებული სითბოთი შეხვდნენ მის გამოჩენას. ხულოში გამართულ შეხვედრებზე მთავრობის თავმჯდომარემ გუნდთან ერთად ისაუბრა რეგიონში დაწყებული იმ პროექტების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს აჭარის მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას.

განსაკუთრებული ხაზი გაესვა კურორტ გოდერძზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, ხულო-ადიგენის გზის მონაკვეთის რებილიტაციის საკითხს და ეკოტურიზმის პოტენციალის განვითარებას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics