17:52 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 12:35:48, 1880 ნახვა

მსოფლიო
ISIS თურქეთში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებზე სავარაუდოდ თავდასხმებს გეგმავდა

თურქეთში “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანლი 4 პირი დააკავეს, - ამის შესახებ თურქული ინტერნეტ-გამოცემა Haberler-ი იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, დაკავებულები სავარაუდოდ თურქეთში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებთან ტერაქტებს გეგმავდნენ.

მედიის ცნობით, 3 ეჭვმიტანილი ანკარაში დააკავეს, ერთი კი სტამბოლში.

თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფო” გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თავდასხმებს 13-17 სექტემბერს გეგმავდა. აღნიშნული გამო საელჩოებმა მოქალაქეების მიღება დროებით შეზღუდეს, მიმდებარე ტერიტორიაზე კი უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

გამოცემა The Guardian-ის ცნობით, 16 სექტემბერს უსაფრთხოების მიზნით ანკარაში მდებარე დიდი ბრიტანეთის საელჩო დახურული იქნება. მანამდე თურქეთში მდებარე საელჩო, სკაონსულო და სკოლა გერმანიამ დახურა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics