17:52 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 12:28:15, 1525 ნახვა

მსოფლიო
გაერო სირიის ხელისუფლებას და ამბოხებულებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეფერხებაში ადანაშაულებს

გაერო-ს წარმომადგენლები სირიის კონფლიქტის ორივე მხარეს - ხელისუფლებას და ამბოხებულებს მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეფერხებაში ადანაშაულებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში სტეფან დე მისტურამ განაცხადა, აშშ-ს და რუსეთს ალეპოში კასტელოს გზიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა უნდა გაეკონტროლებინა.

დე მისტურამ ასევე დამასკო გააკრიტიკა, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის ნებართვა არ გასცა.

გაერო-ს ჰუმანიტარული პროგრამის კოორდინატორის იან ეგელანდის თქმით, ამბოხებულები და სირიის მთავრობა პასუხისმგებლები არიან ალეპოში დახმარების ჩატანის შეყოვნებაზე.

მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამბოხებულებს ჯერ არ დაუწყიათ კასტელოს გზიდან ძალების გაყვანა. ამასთან, მოსკოვის მტკიცებით, სირიის მთავრობამ ჯარის გაყვანა უკვე დაიწყო. კასტელოს გზა ალეპოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს აკავშირებს. ჰუმანიტარულმა ავტოკოლონებმა სწორედ ამ გზაზე უნდა გაიარონ.

Reuters-ის ცნობით კი, ამბოხბეულები ამტკიცებენ, რომ სირიის არმია ამ დრომდე ინარჩუნებს პოზიციებს.

შეგახსენებთ, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 12 სექტემბრის საღამოს შევიდა ძალაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics