13:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 12:01:36, 1873 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის დილმა რუსეფის იმპიჩმენტმა, ქვეყნის უდიდეს ქალაქ სან-პაოლოში მასობრივი არეულობა გამოიწვია. ქვეყნის ყოფილი პირველი პირის მომხრეებმა პოლიციას ნაგვით სავსე ტომრები და ქვები დაუშინეს. 

პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა მიშელ ტემერი. მან უკვე ისაუბრა იმის შესახებ, თუ, პირველ რიგში, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს პრეზიდენტად ყოფნის დროს.

როგორც ტემერმა თქვა, მისი მთავარი მიზანი, ბრაზილიის ეკონომიკური გაჯანსაღება და სოციალური პრობლემების მოგვარება იქნება. მისივე თქმით, ქვეყანას, ამ დროისათვის, თითქმის 12 მილიონი უმუშევარი ადამიანი ყავს, რაც საგანგაშო რიცხვია. 

"სამუშაო ადგილების შექმნა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება", - ამბობს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი.  

მიშელ ტემერი, 2 სექტემბერს ჩინეთში, G20-ის სამიტზე ჩავა და მსოფლიო ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს. 

ცნობისთვის, ტემერი ბრაზილიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია. ის ამ პოსტზე 2011 წელს დაინიშნა. ის ყოფილი პრეზიდენტის, რუსეფის გუნდის წევრი იყო, ასევე იყო სან-პაოლოს შტატის გენერალური პროკურორი, და შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, როცა პრეზიდენტის წინააღმდეგ მასობრივი წინააღმდეგობრივი კამპანია დაიწყო, ტემერმა მისი გუნდი დატოვა, მოგვიანებით კი, როუსეფის წინააღმდეგ გაილაშქრა და თქვა, რომ როუსეფის თანამდებობიდან წასვლა, ქვეყანას მხოლოდ წაადგებოდა. 

მიშელ ტემერი 75 წლისაა. ის, ქვეყნის პირველი პირის მოვალეობას 2018 წლამდე შეასრულებს. 2018 წელს კი, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და ბრაზილიელები ახალ პრეზიდენტს, ოთხწლიანი ვადით აირჩევენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics