2016-08-31 13:27:50, 1797 ნახვა
მსოფლიო
იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში სამი ათასამდე მიგრანტი გადაარჩინა
იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროსთან სამი ათასამდე მიგრანტი გადაარჩინა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
იტალიის ხელისუფლების ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში აღმოაჩინეს 10 ათასზე მეტი მიგრანტი, რომლებიც გადატვირთული ნავებით ევროპამდე მიღწევას ცდილობდნენ.
იძულებით გადაადგილებულ პირთა უმეტესობა ერითრეიდან და სომალიდანაა. გადარჩენილ მიგრანტებს შოროს ბევრი ბავშვია, მათგან ყველაზე პატარა დაახლოებით ერთი კვირისაა.
იტალიის სანაპირო დაცვა მიიჩნევს, რომ მიგრანტები ლიბიის სანაპიროდან დაახლოებით 20 კილომეტრის მანძილზე გადიან ნავებით იმ იმედით, რომ მათ მაშველები აღმოაჩენენ და სიცილიაზე გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე ლიბიის სანაპიროსთან მაშველებმა 6500 ადამიანი გადაარჩინეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან