2016-08-27 15:02:08, 1980 ნახვა
მსოფლიო
ISIS-მ ვიდეორგოლი გაავრცელა - 5 მოზარდი ტყვედ აყვანილ ქურთებს სიკვდილით სჯის
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც ხუთი მოზარდი ტყვედ აყვანილ ქურთებს სიკვდილით სჯის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედია საშალების ცნობით, მოზარდების ასაკი 10-13 წლამდეა. ვიდეო რაქაშია გადაღებული. ამასთან, ვრცელდება ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი მათგანი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.
ვიდეორგოლში ბავშვებს სამხედრო ფორმა აცვიათ. გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერში ერთ-ერთი მოზარდი ქურთებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ სისხლისღვრა ელოდებათ წინ.
როგორც BBC წერს, მოზარდების ვინაობა უკვე ცნობილია. ისინი ტუნისიდან, ეგვიპტედან, ბრიტანეთიდან, უზბეკეთიდან არიან. ერთ-ერთი მათგანი ეთნიკურად ქურთია.
ცნობისთის, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ საკუთარ ვიდეორგოლებში არასრულწლოვნებს ხშირად იყენებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან