2016-08-27 14:04:46, 1991 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში, ფეჰთულა გიულენთან კავშირში ბრალდებით, 3 ყოფილი ელჩი დააკავეს
თურქეთში, ფეჰთულა გიულენის მოძრაობასთან კავშირის ბრალდებით, 3 ყოფილი ელჩი დააკავეს, - ამის შესახებ Daily Sabah იუწყება.
როგორც მედია საშალება წერს, დაკავებულები კანადაში თურქეთის ყოფილი ელჩი, ტუნჯაი ბაბალი, UNESCO-ში თურქეთის ყოფილი წარმომადგენელი, ჰიურჯან ბალიკი, ასევე კოსტა-რიკაში თურქეთის ყოფილი ელჩი ალი ფინდიკი არიან.
ცნობისთვის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩოვუშოღლის ინფორმაციით, უწყების 300-ზე მეტი თანამშრომელი უკვე დაითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიელების მცდელობა მოხდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი დააკავეს.
თურქეთის ხელისუფლება გადატრიელების მცდელობის ორგანიზატორად, აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ, ფეჰთულაჰ გიულენს ასახელებს და მის ექსტრადიციას ითხოვს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან