2016-08-26 15:19:52, 1766 ნახვა
მსოფლიო
შტაინმაიერი ევროპაში შეიარაღების კონტროლის გაძლიერების ინიციატივით გამოდის
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ევროპაში იარაღის კონტროლის შესახებ ახალი შეთანხმენის გაფორმების ინიციატივით გამოვიდა, - ამის შესახებ გერმანიის მთავარმა დიპლომატმა გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც შტაინმაიერმა აღნიშნა, არსებობს საშიშროება, რომ ევროპაში შეიარაღების ახალი რბოლა დაიწყოს.
მისივე განმარტებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ ევროპაში უსაფრთხოების მთავარი პრინციპები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ყირიმის ანექსიის შემდეგ გაჩნდა კონფრონტაციის ახალი ფორმები და გაიზარდა ახალი ტექნოლოგიების როლი.
შტაინმაიერის თქმით, საჭიროა შეიარაღებაზე კონტროლის ახალი ზომების ამოქმედება.
ფრანკ-ვალტერ შტაინამიერი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობებში საჭიროა დაშინების პოლიტიკის დიალოგთან შეთავსება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან