2016-08-25 16:15:48, 1710 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო: რუსეთს მსოფლიო მასშტაბით ვითარების დესტაბილიზაცია სურს
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთს მსოფლიო მასშტაბით ვითარების დესტაბილიზაცია სურს, - ამის შესახებ პოროშენკომ ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პეტრო პოროშენკოს თქმით, რუსეთის ხელისუფლებას სურს, უკრაინა რუსეთის იმპერიის ნაწილად აქციოს.
“პუტინის მიზანია უკრაინიაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა. მათ არ სჭირდებათ არც დონეცკი და არც ლუგანსკი. მათ უნდათ, რომ მთელი უკრაინა რუსეთის იმპერიის ნაწილი იყოს. მათ მსოფლიო უსაფრთხოების დარღვევა სურთ... მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: მსოფლიო უნდა იყოს ნაკლებად სტაბილური, ნაკლებად დაცული”, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
ცნობისთვის, ამერიკულმა ტელეკომპანიამ ინტერვიუ უკრაინის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩაწერა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან