03:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 17:28:31, 4073 ნახვა

კულტურა
კრისტინა აგილერა ბათუმში იმყოფება

ექვსი გრემის მფლობელი, პოპულარული ამერიკელი მომღერალი კრისტინა აგილერა უკვე ბათუმში იმყოფება.

პოპ-ვარსკვლავი სასტუმრო "ჰილტონში" ცხოვრობს.

ცნობისთვის, აგილერა 30 ივლისს Black Sea Arena-ზე იმღერებს.

საკონცერტო დარბაზი BLACK SEA ARENA 10 000 ადამიანზეა გათვლილი. სივრცე ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს – ერთ მათგანში განთავსებულია კინოთეატრის დარბაზები, სწრაფი კვების ობიექტები, შეხვედრის ოთახები, სამედიცინო პუნქტი და ვიპდარბაზები, ხოლო მეორეში- ადმინისტრაციული ნაწილი, საგრიმიოროები, ტექნიკური ოთახები და კაფეტერია. სივრცე გათვლილია არა მხოლოდ მუსიკალური ღობისძიებებისათვის, არამედ სპორტული, თეატრალური და საცირკო წარმოდგენებისათვისაც.

ასევე, „Black Sea Arena"-ზე კრისტინა აგილერას კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#856/855) მატარებელი დაინიშნა. 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი ორივე მიმართულებით 300-300 მგზავრს გადაიყვანს.

მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 30 ივლისს 10:25, ურეკში ჩავა 14:51.
მატარებელი ურეკიდან გამოვა 31 ივლისს 02:00 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:10.
აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics