18:22 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 12:23:07, 371 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი საკუთარი ბიუჯეტის შემცირებაზე მუშაობს

საქართველოს პარლამენტი საკუთარი ბიუჯეტის შემცირებაზე მუშაობს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, „ქამრების შემოჭერის პოლიტიკა“ ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

„როდესაც შემოვედით მერვე მოწვევის პარლამენტში, ჩვენ პრემიებზე ვთქვით უარი და შესაბამისად არცერთი თეთრი პრემია არ აგვიღია. აქ არის საწვავის ხარჯები, არის სხვა ხარჯებიც. დანაზოგი ბევრი არ იქნება, მაგრამ რაც იქნება, უნდა იყოს. ყველასთვის უნდა იყოს „ქამრების შემოჭერის პოლიტიკა“ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ.

როგორც უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, თუ არის რაიმე რესურსი, რომელიც აუცილებელი არაა, უნდა ჩამოიჭრას.

„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს იმ ყველა ლარის ფასი, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ. ყველას უნდა ჰქონდეს ამის განცდა, რომ ზედმეტი ხარჯი, ეს არ არის მარტო ფინანსური ზიანი, ეს არის საზოგადოების მიმართ ძალიან დიდი უპატივცემულობა. თუ არის რაიმე რესურსი, რომელიც არ არის აუცილებელი, ის აუცილებლად უნდა იყოს ჩამოჭრილი“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ქამრები მოქალაქეებს შემოუჭირა, საკუთარი კომფორტისთვის კი ყველა პირობა შეიქმნა.

„ქამრების შემოჭერასთან დაკავშირებით ეს პირველი განცხადება არ არის მთავრობის მხრიდან. ხელისუფლებამ ქამრები შემოუჭირა სწორედ მოქალაქეებს, გააღარიბა ისინი და მეორეს მხრივ საკუთარი კომფორტისთვის ყველა პირობა შეიქმნა. უმრავლესობის მოქმედებაში ქამრების შემოჭერას ვერ ვხედავ“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics