2016-07-24 11:31:20, 1592 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ფეთჰულა გიულენის ოჯახის წევრი დააკავეს
თურქეთში ფეთჰულა გიულენის ოჯახის წევრი დააკავეს.
სახელისუფლებო მედიის ინფრომაციით, სამართალდამცველებმა ხალის ხანჯი ქალაქ ერზურუმში დააკავეს და ანკარაში გადაიყვანეს.
ძალოვანების ცნობით, ის გიულენის მარჯვენა ხელია და თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე ორი დღით ადრე ჩავიდა.
თურქეთის ხელისუფლება სამხედრო ამბოხის ორგანიზატორად შეერთებულ შტატებში მცხოვრებ სასულიერო პირს ასახელებს, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით ორი ათასამდე ორგანიზაცია დაიხურა, რომელიც გიულენის სახელთან ასოცირდება, მათ შორისაა სკოლები და მედიასაშუალებები. სამხედრო ამბოხის შემდეგ, ხელისუფლებამ პრეზიდენტის გვარდიაც დაითხოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან