10:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 11:14:35, 1632 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელის ოთახის ჩხრეკისას ISIS-ის დროშა იპოვეს

გერმანიაში მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელის, 17 წლის ავღანელი მამაკაცის ოთახის ჩხრეკისას „ისლამური სახელმწიფოს” დროშა იპოვეს, - ამის შესახებ BBC ბავარიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელზე იოაჰიმ ჰერმანზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს"დროშა ხელით არის დახატული.

“დიდია ალბათობა, რომ ეს იყო ისლამისტების თავდასხმა”, - განაცხადა ჰერმანმა.

მისივე თქმით, 17 წლის თავდამსხმელი ქალაქ ოქსენფურტში, გერმანელების ოჯახში ცხოვრობდა. ის სავარაუდოდ გერმანიაში ახალი ჩასული იყო.

შეგახსენებთ, რომ ცულითა და დანით შეიარაღებული ახალგაზრდა მატარელის მგზავრებს თავს დაესხა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 21:15 საათზე, ქალაქებს ოქსენფურტსა და ვიურცბურგს შორის მოხდა. ბოლო მონაცემებით დაშავებულია 20-მდე ადამიანია, რამდენიმე მათგანის მდგომაროება არის კრიტიკული. თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს და მისი ლიკვიდაცია მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics