09:52 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 21:35:52, 1341 ნახვა

მსოფლიო
კემერონი მისი მთავრობის მნიშვნელოვან მიღწევად ღარიბი ქვეყნების დახმარებას და გეი-ქორწინებების რეგისტრაციას თვლის

დევიდ კემერონის მოღვაწეობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დღეს საღამოდან დასრულებულია.

ის ბუკინგემის სასახლეში გაემგზავრა და გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ მეორეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. ელისაბედ მეორემ კემერონის განცხადება დააკმაყოფილა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

რეზიდენციის დატოვების წინ კემერონმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში მისი მთავრობის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა დაასახელა - ღარიბი ქვეყნების დახმარება და გეი-ქორწინებების რეგისტრაცია.

„ადამიანებს, რომლებსაც აქამდე ერთად ყოფნა არ შეეძლოთ, ახლა დაქორწინება შეუძიათ. პლანეტის მეორე ბოლოში ადამიანების დახმარება, ვისაც არ ჰქონდა სასმელ წყალზე წვდომა, ვერ დადიოდა სკოლაში - ეს არის იმ გადაწყვეტილებების ნაყოფი, რომლებიც ჩვენ მივიღეთ“, - განაცხადა კემერონმა.

დღესვე, დევიდ კემერონი უკვე დაემშვიდობა პრემიერის რეზიდენციის თანამშრომლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics