00:09 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 11:16:34, 1401 ნახვა

მსოფლიო
პან გი მუნმა მსოფლიო ლიდერებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მსოფლიო ლიდერებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სტამბოლში განხორციელებული თავდასხმების სერია დაგმო და გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას მიუსამძიმრა.

“გაერო-ს გენერალური მდივანი მხარდაჭერას უცხადებს თურქეთს, რომელიც საფრთხეებს უპირისპირდება, და ხაზს უსვამს ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის რეგიონული და საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობას”, - ნათქავმია გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.

ამასთან, პან გი მუნმა იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება  ტერაქტებთან კავშირში მყოფ პირებს გამოავლენს.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცმებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა და 147 დაშავდა.

სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.

მსხვერპლთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics