00:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 16:51:49, 1263 ნახვა

მსოფლიო
მერკელი: დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში წევრობის პრივილეგიებს ვერ შეინარჩუნებს

გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში წევრობის პრივილეგიებს ვალდებულებების აღების გარეშე ვერ შეინარჩუნებს.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალ წვდომას ვერ მიიღებს, თუ ევროკავშირის მოქალაქეებს გადაადგილების თავისუფლებას შეუზღუდავს.

მერკელის თქმით, გაერთიანებული სამეფოს ინტერესებშია ევროკავშირთან კარგი ურთიერთობების შენარჩინება.

კანცლერი საკუთარ გამოსვლაში ასევე ევროკავშირის მომავალს შეეხო. მერკელი თვლის, რომ ევროკავშირი საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ „ბრექსიტი“ გადაიტანოს და საკუთარი ინტერესები დაიცვას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics