03:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 10:44:39, 715 ნახვა

რეგიონი
საჯავახო–ოზურგეთი–ქობულეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა

ქობულეთის შემოვლით გზაზე საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კვანძი საჯავახო–ოზურგეთი–ქობულეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას კვეთს და მათ დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს.

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში შენდება 18 კილომეტრიანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 7 სატრანსპორტო კვანძი, 15 ხიდი, 2 გვირაბი და სხვა ხელოვნური ნაგებობები.

ქობულეთის შემოვლითი გზის მე–13 კილომეტრზე გამავალი სატრასნპორტო კვანძი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსნეს.

პროექტს  აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი  ღირებულება 209,852,079.67  ლარია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics