22:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 15:33:51, 667 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში „ჰიბრიდული ომის“ თემაზე სემინარი გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში სემინარი - „ჰიბრიდული ომი და მისგან მომდინარე საფრთხეები“ გაიხსნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სემინარის მონაწილეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიმართა და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გენერალური შტაბის უფროსმა ლექცია წაიკითხა თემაზე - „ჰიბრიდული ომი, თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევა“ - ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდული ომის სპეციფიკასა და მახასიათებლებზე და მასთან გამკლავების საშუალებებზე ისაუბრა.

კურსში თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. სამდღიანი სემინარის განმავლობაში მსმენელებს საშუალება ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ საინფორმაციო ოპერაციების არსისა და მისი შემადგენელი ელემენტების თავისებურებების, თანამედროვე მიდგომებისა და ხერხების უპირატესობების შესახებ.

ტრენინგზე თეორიული მასალის გარდა პრაქტიკულ მაგალითებსაც განიხილავენ, ისაუბრებენ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შესახებ.

„ჰიბრიდული ომის“ თემატიკაზე სემინარი პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ არის ორგანიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics