03:40 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 13:35:14, 1059 ნახვა

მსოფლიო
ე.წ. პანამის დოკუმენტების შესწავლის შემდეგ შესაძლოა აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვოს

აშშ-მ ე.წ. პანამის დოკუმენტების საფუძველზე შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები გააფართოოს, - ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლება „პანამის დოკუმენტების“ შესწავლას დაიწყებს, რათა ინფორმაცია იმ პირებზე მოიპოვოს, რომლებიც კომპანიებსა თუ კერძო პირებს, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების აცილებაში ეხმარებოდნენ.

აღნიშნული პირები შესაძლოა, სამომავლოდ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს დაწესებულ სასანქციო "შავ სიაში" მოხვდნენ.

Bloomberg ვარაუდობს, რომ უწყება აღნიშნულ სიას ივნისში გამოაქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ერთხელ უკვე გააფართოვა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების სია, რომელთა რიცხვში რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირები იყვნენ შესულები.

ცნობისთვის, დოკუმენტში 72 ყოფილი და მოქმედი ქვეყნის მმართველია მოხსენიებული.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. პანამის დოკუმენტების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა პირებმა ოფშორების საშუალებით რუსეთიდან სულ მცირე 2 მილიარდი აშშ დოლარი გაიტანეს.

აღნიშნულ საქმეში ფიგურირებს პუტინის ახლო მეგობარი, ვიოლონჩელისტი სერგეი როლდუგინი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics