10:00 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 22:59:30, 872 ნახვა

სამართალი
ტელეკომპანია "იმედმა" შალვა რამიშვილს ხელშეკრულება შეუწყვიტა

ტელეკომპანია "იმედმა" შალვა რამიშვილს ხელშეკრულება შეუწყვიტა, ამის შესახებ განცხადებას წამყვანი "ფეისბუკის" გვერდზე ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს იმ კომპანიამ რომელიც "იმედის" დაკვეთით ამზადებს "ილო ბეროშილის შოუს", "ერთხელ საქართველოში" , სერიალს "2 გოგოს" , რომელიც ჯერ არ გასულა ეთერში და ასევე უზრუველყოფს მის მონაწილეობას გადაცემა "პოლიტიკაში" იმედისაგან მიიღო წერილი რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია.

"ექსპრესნიუსი" შალვა რამიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"მეგობრებო, "იმედთან" ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა!

დღეს იმ კომპანიამ რომელიც "იმედის" დაკვეთით ამზადებს "ილო ბეროშილის შოუს", "ერთხელ საქართველოში" , ეთერში ჯერ არ გასულ სერიალს "2 გოგოს" უზრუველყოფს ჩემს მონაწილეობას გადაცემა "პოლიტიკაში" "იმედისაგან მიიღო წერილი რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია. მიზეზი ახსნილი არ არის.

შესაბამისად ამ პარასკევს მე ვერ წავიყვან თეონასთან ერთად "პოლიტიკას" . კვირას ვერ გავა "ილო ბეროშილის შოუ" , ჩერდება გადაღების პროცესში მყოფი ახალი სერიალი.

ვაპირებ ვითარების გარკვევას." - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics