2025-12-10 17:26:28, 989 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ეს იყო სისტემური რეპრესიების წელი, სამარცხვინო მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას
"სისტემური რეპრესიების წელი" - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასული წელი ბრიფინგზე და ისაუბრა ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში.
"ეს წელი იყო სისტემური რეპრესიების, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის და შევიწროების წელი, ძალადობის, დაჭერების, ადამიანის ღირსების შელახვის, უსამართლობისა და ჯერ კიდევ მოწამვლის შესახებ დადგენილი ფაქტები გვჭირდება, მაგრამ ესეც ასრულებს ამ საშინელი წლის სურათს.
ეს იყო საშინელი წელი მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას და ცდილობს, რომ ქვეყანა დაამსგავსოს ყველა თავისი მახასიათებლით ტიპიურ რუსულ ტოტალიტარულ რეჟიმს", - თქვა მან ბრიფინგზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,