22:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 10:33:11, 664 ნახვა

სამხედრო
საქართველოს პრეზიდენტმა გენერალი ფილიპ მარკ ბრიდლავი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და აშშ-სა და საქართველოს შორის თვადაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური, ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდალი გენერალი ფილიპ მარკ ბრიდლავი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

„დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ მეგობარს, რომელსაც არაერთხელ ღია განცხადებებით მტკიცედ გამოუხატავს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. ალიანსთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხში, როგორც ევროპული სარდლობის უმაღლესი მთავარსარდლის, გენერალ ბრიდლავის როლი გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, აშშ-ს ელჩი იან კელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გენშტაბის უფროსი გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე და პრეზიდენტის მრჩევლები.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ სამუშაო ვახშამი გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics