06:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-05 12:20:26, 678 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა „ჰამასის“ მიერ გატაცებული ორი მძევლის ცხედარი დაიბრუნა

ისრაელმა ღაზაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად „ჰამასის“ მიერ გატაცებული ორი მძევლის ცხედარი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის პრემიერ-მინისტრზე, ბენიამინ ნეთანიაჰუზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ არ მოვისვენებთ მანამ, სანამ ყველა მძევალს სახლში არ დავაბრუნებთ, როგორც ცოცხლებს, ისე გარდაცვლილებს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, ისრაელმა „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ცოლ-ქმრის, გადი ჰაგაისა და ჯუდი ვაინშტინის ცხედრები ისრაელის თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის, „შინ ბეთის“ მიერ ღაზის სექტორის ხან იუნისის რაიონში ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად დაიბრუნა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰამასის“ ტყვეობაში 56 მძევალი რჩება, რომელთა შორის, სულ მცირე, 33 გარდაცვლილია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics