08:15 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-03 10:17:33, 642 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა 70-მდე ადამიანი

თურქეთის მუღლას პროვინციაში, ქალაქ მარმარისში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა, - ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მინისტრის ინფორმაციით, ბიძგები მუღლასა და სხვა რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა, თუმცა ნგრევა არ დაფიქსირებულა.

„თოთხმეტი წლის აფრანურ გიუნლუს მიწისძვრის დროს პანიკური შეტევა დაემართა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - წერს იერლიკაია.

მისი თქმით, 69 ადამიანი სიმაღლიდან გადმოხტომის შედეგად დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics