08:14 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-03 09:41:30, 671 ნახვა

მსოფლიო
სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

სამხრეთ კორეაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

წინასწარი გამოკითხვის თანახმად, არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ლი ჯე მიუნგი ლიდერობს. მეორე ადგილზეა მმართველი პარტიის კანდიდატი – კიმ მუნ სუ, რომელიც იუნ სუკ იოლის მთავრობაში დასაქმებისა და შრომის მინისტრი იყო.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 20:00 საათზე დაიხურება.

სამხრეთ კორეელებს წინასწარი ხმის მიცემა 29 და 30 მაისს შეეძლოთ, ამ შესაძლებლობით 15 მილიონამდე ადამიანმა ისარგებლა.

მოსალოდნელია, რომ ეროვნული საარჩევნო კომისიის მიერ ხმების დათვლიდან რამდენიმე საათში, გამარჯვებული კანდიდატის ინაუგურაცია გაიმართოს.

როგორც „როიტერი“ წერს, სამხრეთ კორეაში ეკონომიკის გაძლიერება და პოლიტიკური არეულობის დასრულებაა ის ორი მთავარი საკითხი, რომელიც საარჩევნო უბანთან მისულმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილი პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენეს. ამის მიზეზი კი პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება გახდა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ეროვნულმა ასამბლეამ საომარი მდგომარეობა რამდენიმე საათში გაუქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics