20:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 15:15:53, 722 ნახვა

მსოფლიო
მარგუს ცაჰკნა - სანქციების მე-18 პაკეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია

რუსეთი ჩრდილოვან ფლოტს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დასაფინანსებლად იყენებს, ევროკავშირის სანქციების სიაში ჩრდილოვანი ფლოტის თითქმის 200 გემის შეყვანა ადასტურებს, რომ ბლოკი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთზე ზეწოლას და მის მტრულ და საშიშ საქმიანობას უპირისპირდება, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების მე-18 პაკეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„სანამ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს გააგრძელებს და არ დაამტკიცებს, რომ მზადაა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისთვის, სანქციები უნდა გამკაცრდეს. რუსეთმა უნდა დაკარგოს აგრესიის გასაგრძელებლად საჭირო ეკონომიკური საშუალებები და ამიტომ იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტის მიღება მალე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ცაჰკნამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა დღეს სანქციების ახალი, მე-17 პაკეტი მიიღო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ზომებს აძლიერებს და ამკაცრებს. სანქციების სიას დაემატა 75 ფიზიკური და იურიდიული პირი და 189 გემი, რითაც სანქცირებული გემების რაოდენობა გაორმაგდა და 342-მდე გაიზარდა. სანქცირებულ გემებს შორისაა Argent/Jaguar, დროშისა და დაზღვევის გარეშე მცურავი ჩრდილოვანი ფლოტის გემი, რომელიც გასულ კვირას ესტონეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა რუსეთის წყლებში შეიყვანა. სანქცირებული გემები ვერ შედიან ევროკავშირის პორტებში და აკრძალულია მათთვის მომსახურების გაწევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics