2025-05-08 21:19:43, 927 ნახვა
მსოფლიო
ლეო XIV - რომის ახალი პაპის ვინაობა ცნობილია
133-მა ამომრჩეველმა კარდინალმა რომის 267-ე უზენაეს პონტიფექსად კარდინალი რობერტო პრევოსტი აირჩია. სახელად მან ლეო XIV აიღო.
კარდინალმა პროტოდიაკონმა, მამბერტიმ, მსოფლიოს ამცნო:
"ძვირფასო დებო და ძმებო, გაუწყებთ დიდ სიხარულს: HABEMUS PAPAM ჩვენ გვყავს მამა!
მაღალყოვლადუსამღვდელოესი და უღირსეულესი მეუფე - რობერტო.
რომის წმინდა ეკლესიის კარდინალი პრევოსტი, რომელმაც აიღო სახელი ლეო XIV".
გამოცხადების შემდეგ ახალი პონტიფექსი წმიდა პეტრეს ტაძრის ცენტრალურ აივანზე აივანზე წარდგება და, პირველი სიტყვის შემდეგ, წარმოთქვამს კურთხევას - URBI ET ORBI - ქალაქსა და ქვეყნიერებას.
ახალი პაპის არჩევისთანავე დასრულდა Sede Vacante, ანუ წმინდა პეტრეს საყდრის ვაკანტურობის პერიოდი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,