2016-03-16 10:48:48, 863 ნახვა
სამართალი
სასამართლო ფარული კადრების გავრცელების საქმეზე დღეს იმსჯელებს
სასამართლო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელების საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს.
სხდომა სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატ ირაკლი ფხალაძისა და ზურა ჯამალაშვილის მიმართ აღკვეთ ღონისძიებას განიხილავენ.
სავარაუდოდ, პროკურატურა მათ მიმართ პატიმრობას მოითხოვს.
შეგახსენებთ, პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით საქართველოს პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ ჩატარებული გამოძიებით დაადგინა გელა ღურწკაიას მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობა და დანაშაულში ჩართული იმ პირთა წრე, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ ვიდეოჩანაწერების მოპოვებასა და გავრცელებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან