11:51 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 19:23:48, 888 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის პარლამენტი რუსეთს კიბერშეტევაში ადანაშაულებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

აზერბაიჯანი მასიურ კიბერშეტევაში რუსეთს ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება შიდა ჩარევებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ აზერბაიჯანის პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, რამიდ ნამაზოვმა გააკეთა.

დროებითი კომისიის მოსმენა 20 თებერვალს აზერბაიჯანის მედიარესურსების წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას უკავშირდებოდა.

ნამაზოვის თქმით, გამოძიებამ დაადასტურა, რომ 20 თებერვლის კიბერშეტევა ჯგუფმა АРТ29 განახორციელა (ასევე ცნობილია როგორც Cozy Bear), რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული.

„AРТ29-ის საქმიანობა, რომელიც დაკავებულია კიბერ შპიონაჟით, ძირითადად მიმართულია სახელმწიფო სტრუქტურების, უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების, ასევე პოლიტიკის, თავდაცვის, ენერგეტიკის, მედიისა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროების წინააღმდეგ”, - განაცხადა ნამაზოვმა.

მისი თქმით, კიბერშეტევის საბაბი აზერბაიჯანის ხელისუფლების 3 თებერვლის გადაწყვეტილება გახდა, რომ ბაქოში „რუსული სახლი“ დახურულიყო „კანონმდებლობის მოთხოვნების სერიოზული დარღვევის გამო“ და ასევე რუსული რადიო Sputnik-ის შესაძლო დახურვა, რომლის ლიკვიდაციის შესახებ მაშინ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

„სწორედ ამ პროცესების გამო მოხდა კიბერჩარევის ის პოლიტიკურად მოტივირებული ინციდენტი“, - განაცხადა ნამაზოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics