14:21 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 21:20:37, 5275 ნახვა

კომენტარი
ანა დოლიძე ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ხანძარზე - ყოველ წელს მსგავსი ხანძარი ხდება და დღემდე არც ერთი არ არის გამოძიებული

კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ხანძარი იყო.

ანა დოლიძის თქმით, მსგავსი ხანძარი ყოველ წელს ხდება და დღემდე არც ერთია გამოძიებული.

,,ეს წუხილი რაც აქ არის და რაც იყო, ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჩვენთან არის ე.წ ხელისუფლება, რომელსაც აქვს ერთი ამოცანა თვითონ გამდიდრდნენ და დანარჩენი მოსახლეობა გავღარიბდეთ. ეს მაფიოზური ჯგუფი მდიდრდება და დანარჩენი მოსახლეობა ღარიბდება. ამიტომაც არ უნდათ ამათ ევროკავშირი, რადგან ევროკავშირი აგებულია სოციალურ დაცვაზე. წლებია დავდივარ მსგავს შემთხვევებზე, რამდენიმე წლის წინ ვიყავი სამგორში, როდესაც იქ ხანძარი გაჩნდა. იმის წინ ვიყავი ლილოში, თუმცა დღემდე არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. ერთი და იგივე ხდება ყოველთვის, ერთი შემთხვევა მითხარით, სადაც ხანძარი გაჩნდა, შემდგომ გამოძიება ჩატარდა და ვინმე პასუხისგებაში მიეცათ. არ არსებობს ეგ ერთი საქმე, მითხარით რომელიც გამოიძიეს. ერთი და იგივე ხდება ყოველთვის, ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ რომელიმე ხანძარი გამოძიებულიყო. რა გახდა ის, რომ აქ ამ ადამიანებს ჰქონდეთ მეტი სოციალური დაცვა, ადამიანი არ იყოს დაუცველი ასეთი უბედურებებისგან?”, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics