15:16 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 15:56:48, 981 ნახვა

სამართალი
დორტმუნდის აეროპორტში პოლიციამ საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა

დორტმუნდის აეროპორტში გერმანიის ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთიდან შემავალი ფრენის შემოწმებისას 45 წლის საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ გერმანიაში შესვლის მიზეზად მესაზღვრეებს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიაწოდა.

45 წლის ქართველი სასაზღვრო კონტროლზე პასპორტითა და ვიზით გამოცხადდა, თუმცა პოლიციის სისტემაში მონაცემების შემოწმების შედეგად, ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა მონაცემთა შეუსაბამობა დააფიქსირეს.

საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ მას გერმანიის ფედერალური პოლიცია განზრახ მკვლელობისა და სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე ეძებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics