02:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 21:59:00, 673 ნახვა

სამართალი
ნინო გოგუაძე ფარულ ჩანაწერებზე: ეს იყო ტერორისტული აქტი

"ეს იყო ტერორისტული აქტი," - ასე შეაფასა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ნინო გოგუაძემ ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტი "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში. მისი თქმით, ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართული იყო ერთი ადამიანის განადგურებისკენ. ის აცხადებს, რომ ეს იყო უმძიმესი დანაშაული.

"ძალიან მძიმე ფაქტია, ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართული იყო ერთი ადამიანის განადგურებისკენ, მისი სოციალური და არა მარტო სოციალური მკვლელობისკენ. ეს იყო უმძიმესი დანაშაული. მთელი საზოგადოების მორალურ ტერორის ყოფნის აქტია," - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მან იქვე აღნიშნა, რომ ადამიანების ფარულ თვალთვალს დღევანდელი ხელისუფლებაც აგრძელებს.

"ამ ხელისუფლებამ გააგრძელა თვალთვალი და ამ ხელისუფლებამაც არაერთი ცნობილი პირის პირადი ცხოვრება ჩაწერა და იყო შანტაჟი, დამუქრება, გამოქვეყნება," - განაცხადა ნინო გოგუაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics