00:31 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 12:20:19, 701 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ მაჭავარიანი: ჩვენ დავბრუნდით ხელისუფლებაში, ოღონდ უკრაინაში

"ჩვენ დავბრუნდით ხელისუფლებაში, ოღონდ უკრაინაში",-ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მაჭავარიანმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა, ასე უპასუხა: "მელას რაც ესიზმრებოდა, ელანდებოდა"
"ჩვენ დავბრუნდით ხელისუფლებაში, ოღონდ უკრაინაში. ეს, რა თქმა უნდა,  ხუმრობით. მელას რაც ესიზმრებოდა,  ის ელანდებოდაო. იმის მაგივრად, რომ ყოფილმა პრემიერმა და დღევანდელმა  დეფაქტო ქვეყნის დირექტორმა ისაუბროს, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ ეკონომიკური პრობლემებიდან, როგორ გამოვიდეს ჩვენი მოსახლეობა სიღარიბისგან და იმ ყოველდრიური პრობლემებისგან, რომელსაც აწყდება, გინდაც ცხოვრების დონით, საკვების გაძვირებითა და უმუშევრობით. პრემიერი საუბრობს რაღაც აბსურდზე. ჩვენ გვინდა,  რომ ქვეყანა წავიდეს წინ, ეკონომიკა წავიდეს წინ, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მოქალაქეები კიარ ღარიბდებოდნენ, არამედ მდიდრდებოდნენ, რის გამოც მათ თავის დროზე მხარი დაუჭირეს "ქართულ ოცნებას", მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა. მოვუწოდებ პრემიერს,  რომ წინ იყუროს და დაჩის ზღაპრები მას აღარ უშველის. არც ყოფილ და არც მოქმედ პრემიერს არანაირი ხედვა არ გააჩნიათ, თუ როგორ გამოიყვანონ ქვეყანა მდგომარეობიდან",-განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics