01:34 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-13 16:36:00, 469 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვა - ჯარებმა სოფელ მიხაილოვკაზე კონტროლი აიღეს

რუსულმა ჯარებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქში მდებარე სოფელ მიხაილოვკაზე კონტროლი აიღეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"გადამწყვეტი მოქმედებების შედეგად დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სოფელი მიხაილოვკა გათავისუფლდა",- ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში, რომელსაც "რია ნოვოსტი" ციტირებს.

პარალელურად, Reuters-ი სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსული ჯარები პოკროვსკის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ცენტრისკენ მიიწევენ.

უკრაინას აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics