07:21 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 11:28:20, 595 ნახვა

სამართალი
მამუკა ახვლედიანი მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

თბილისი საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მართლმსაჯულების სახლში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე მამუკა ახლვედიანმა ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ახლვედიანი მის გადაყენებას ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს.

მისივე განმარტებით, დროთა განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებულ რეალობას ბევრი დაინახავს და ბევრი მოხელე მხილებული იქნება.

„შესაძლებელია, ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ დროთა განმავლობაში ბევრი დაინახავს იმ სიმართლეს, რაც ხდება სასამართლო სისტემაში და ბევრი მოხელე იქნება მხილებული. რა თქმა უნდა ეს არის ჩემი განცხადებების გამო მომხდარი ფაქტი“, - განაცხადა ახველედიანმა.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

 „ვიდავებ თუნდაც იმის გამო, რომ დავარწმუნებ სასამართლო სისტემას იმისთვის, რომ თუ რომელიმე მოსამართლის უფლებები შეილახება, რომ არ ჰქონდეთ შიში. ის გაივლის ყველა ინსტანციას. შესაბამისად დავამტკიცებ სასამართლო სისტემაში, რომ ასე მოსამართლის გათავისუფლება არ შეიძლება. წლების განმავლობაში ვკურირებდი მენეჯერულ საკითხებს სასამართლო სისტემაში“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მედიისთვის სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics