2024-08-26 13:25:40, 531 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის იერიშის შედეგად Reuters-ის გუნდის წევრი დაიღუპა - ორი ჟურნალისტი კი დაშავდა
უკრაინის აღმოსავლეთით, ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის იერიშის შედეგად Reuters-ის გუნდი წევრი რაიან ევანსი დაიღუპა, 2 ჟურნალისტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, რაიან ევანსი Reuters-ში უსაფრთხოების კონსულტანტად მუშაობდა. Reuters-ის გუნდის წევრები სასტუმრო "საფირში" ცხოვრობდნენ, სწორედ ამ ადგილზე განხორციელდა რუსეთის იერიში.
"დაშავებული ჟურნალისტები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპული რაიან ევანსის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,