22:10 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-03 14:56:47, 511 ნახვა

რეგიონი
აჭარის შესახებ სამოგზაურო კონტენტი 10-ზე მეტი ქვეყნის იფლუენსერმა გამოაქვეყნა

უცხოელი ჟურნალისტებისა და ინფლუენსერების აჭარაში მოგზაურობა გრძელდება. ამჯერად, რეგიონს მედიის წარმომადგენლები სომხეთიდან, ლიეტუვადან, ესტონეთიდან, უზბეკეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან სტუმრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ინფლუენსერები ძველ ბათუმს, ბულვარს და ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს სტუმრობდნენ. ასევე მოინახულეს გონიოსა და პეტრას ციხეები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ქედის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და მტირალას ეროვნული პარკი.

"აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად აგრძელებს მედიატურების ორგანიზებას, როგორც ევროპული, ისე აზიური ქვეყნებიდან. პარალელურად, გრძელდება აჭარის შესახებ სტატიების, სიუჟეტებისა და სამოგზაურო კონტენტის გამოქვეყნება სამიზნე ქვეყნების მედიაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში. მედიატურების მხრივ განსაკუთრებით აქტიური მაისის თვე იყო, რომლის განმავლობაშიც რეგიონს 10-ზე მეტი ქვეყნის ჟურნალისტი და ბლოგერი სტუმრობდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics