00:58 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-23 17:33:55, 675 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - მხოლოდ სოლიდარობის სიტყვები რუსულ რაკეტებს ვერ ანადგურებს - უკრაინას 7 Patriot-ის სისტემა სასწრაფოდ სჭირდება

სამწუხაროდ, მხოლოდ სოლიდარობის სიტყვები ვერ ანადგურებს რუსულ რაკეტებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

როგორც კულება აღნიშნავს, ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, აუცილებელია დამატებითი Patriot-ის სისტემების მიღება.

„მაგრამ კიდევ ექვსი სისტემის რაც შეიძლება სწრაფად მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის გადარჩენისთვის, არამედ ევროპაში მშვიდობისთვისაც. არავის დასახელების ან შერცხვენის გარეშე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ Patriot-ის სისტემები, დააჩქარონ გადაწყვეტილება და მიაწოდონ ეს კომპლექსები უკრაინას. მიმაჩნია, რომ შვიდი Patriot-ის კომპლექსი არ არის ისეთი დიდი ფასი, რომელიც გადაიხდის ევროპაში გრძელვადიან მშვიდობას, მაგრამ ისინი ახლა არის საჭირო და არა ხვალ. სამწუხაროდ, მხოლოდ სოლიდარობის სიტყვები ვერ ანადგურებს რუსულ რაკეტებს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics