20:33 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 12:13:52, 1338 ნახვა

რეგიონი
მერია - ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ფოთის მერიის ცნობით, სანაპირო ზოლზე მუშაობს მძიმე ტექნიკა, პრობლემურ ადგილებზე კი, ე.წ. ტეტრაბოტები ეწყობა.

"მერიის შესაბამისი სამსახურები სრულადაა მობილიზებული და საგანგებო რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს. 

სტიქიის ზონაში  არსებულ მდგომარეობას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ქალაქის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად გაეცნო.

სხვა სალიკვიდაციო სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე აქტიურად განხორციელდება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ფოთში ძლიერმა შტორმმა სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. ასევე, ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი კორპუსის სახურავიც დააზიანა, სადაც დროებითი გადახურვა მოეწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics