11:47 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-07 16:54:43, 1142 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში ახალი საწავლო-სააღმზრდელო წლისათვის მზადება უკვე დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში ახალი საწავლო-სააღმზრდელო წლისათვის მზადება უკვე დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ბაგა-ბაღებში წელს დაინერგა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა, ვებ-გვერდზე აღსაზრდელის რეგისტრაცია შესაძლებელია 2 წლის ასაკიდან. დღეის მდგომარეობით 13-ვე ბაღში სულ 480 აღსაზრდელი ირიცხება, მათ შორის 90 ახალი აღსაზრდელი.

„ბაგა-ბაღებში ეტაპობრივად ხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა მერისის ბაგა-ბაღში სააღმზრდელო (სათამაშო) ოთახს და ეზოს, ოქტომბრის, პირველი მაისის და წონიარისის ბაღებში მოეწყო სამასწავლებლო ოთახები, ხოლო ვაიოს ბაღში მიმდინარეობს გარე ფასადის რეაბილიტაცია.

აღსანისნავია, რომ ბაღები ემზადებიან ავტორიზაციისათვის, მასწავლებლებს და აღმზრდელებს გავლილი აქვთ  აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული. მიმდინარე წელს დაინერგება ახალი კურიკულუმის მეთოდი, რაც გულისხმობს თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილ აღსაზრდელთა ფიზიკური გარემოს და  სააქტივო  სივრცეებს, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ლიტერატურით, მეორადი და ბუნებრივი ინვენტარით.

ქედის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბერს განახლდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics